saqarTvelos mRvimeebi - korcxelis mRvime

 

კარსტული მღვიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. სოფელ კორცხელის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 150 მ. გამომუშავებულია ნეოგენურ ქვიშაქვებში. სუბჰორიზონტალურ ფსკერიანი დერეფნული ტიპის გამჭოლი მღვიმე.კორცხელის მღვიმეს საშუალო სიმაღლე 3 მ, ჯამური სიგრძე - 790 მ. ჰაერის ტემპერატურა 14-15°C (ივლისი, 1966). გადის ნაკადული.